რატომ გადადგა, ისიც ვერ გავიგე, გულწრფელად რომ გითხრათ – სუბარი გახარიაზე

ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი ამბობს, რომ ვერ გაიგო, რატომ გადადგა პრემიერმინისტრი გიორგი გახარია.

“რატომ გადადგა ისიც ვერ გავიგე, გულწრფელად რომ გითხრათ, თვითონ რაც თქვა იმის გარდა. რამე მსჯელობა რომ ყოფილიყო გუნდში, ყოველ შემთხევევაში მე რომ მიმეღო მონაწილეობა, არ ყოფილა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა მოხდეს პირის წარდგენა სასამართლოში, ან თუ დასაკავებელია, დაკავება. არანაირი პოლიტიკური მდგენელი არ არსებობს”,–თქვა სოზარ სუბარმა.

დღეს გახარიამ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. ამის მიზეზად ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გუნდში უთანხმოება დაასახელა.