რატომ გადავიდა ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსი მისი ოჯახის წევრს დაუდგინდა და თვითიზოლაციაში ამიტომ იმყოფება.

როგორ ამირან გამყრელიძემ “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, შვილიშვილთან კვირას ჰქონდა კონტაქტი, ორშაბათს კი COVID-19 დადასტურდა:

“ჩემს შვილიშვილს დაუდასტურდა, რომელთანაც კვირას მქონდა კონტაქტი და დაუდგინდა ორშაბათს, ამიტომ გადავედი თვითიზოლაციაში,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.