რატომ გადიან ბრძოლის ველზე რუსი მეთაურები – ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაცია

დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ბრძანებისა და კონტროლის  სირთულეების, ისევე როგორც რუსეთის შეფერხების გამო, ბრძოლის ველზე რუსი მეთაურების გასვლა განაპირობა, რომლებიც, სავარაუდოდ, ოპერაციებს პირადად ხელმძღვანელობენ.

მათივე ცნობით, რუსი მეთაურები იშვიათად აძლევენ ოპერატიულ უფლებამოსილებას თავიანთ ქვეშევრდომებს, ამიტომ მათ არ აქვთ ხელმძღვანელობის გამოცდილება.

“თუმცა, არ არის ცხადი, რომ ბრძოლის ველზე ამ მეთაურების ყოფნამ გამოიწვია დახვეწილი ან შეცვლილი ოპერატიული კონცეფცია. არასწორი დაგეგმვა და წარუმატებლობა კვლავ ძირს უთხრის რუსეთის პროგრესს”,– აცხადებს დაზვერვა.

მათივე შეფასებით, მეთაურების წინ განლაგებამ ისინი მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დააყენა, რამაც გამოიწვია რუსი ოფიცრების არაპროპორციულად მაღალი დანაკარგები ამ კონფლიქტში.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ ეს პრობლემები, სავარაუდოდ, გაგრძელდება, რადგან დაღუპულთა ჩამნაცვლებელ ოფიცრებს ოპერატიული მართვის ნაკლები გამოცდილება აქვთ.