რატომ გიკვირთ კობახიძის განცხადებები?! რას ელით რომ “გრუ” სხვა “მესიჯს” მიწერს მის წარმომადგენელს?! – პუტინის, ლავროვის, ზახაროვას გაგრძელება რუსებისგან გინდათ სახელმწიფოებრივი განცხადებები მოისმინოთ?! აბსოლუტურ სინქრონში მოქმედებენ ჩვენს მტერთან ერთად.
რუსული ჩექმა, სიმწარე, ადამიანების გატაცება, წამება, ტერიტორიების მიტაცება… და რა, იგივე არ გააკეთა აქ ივანიშვილმა?! რუსთაველიდან არ მოიტაცა ადამიანები?! არ აწამა?! არ გაძარცვა მოსახლეობა და არ მიიტაცა ჩვენი, ხალხის ქონება?!
გვეყოს “წუწუნი”!!!
საქმეს უნდა მივხედოთ და მშვიდობიანად დავამხოთ რუსული რეჟიმი! – დრო აღარ ითმენს!
4 ოქტომბერს ყველა რუსთაველზე!!
ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნები““ლიდერების განცხადებებს.