რატომ დაუჭირეს მხარი კახა კუჭავას “მოქალაქეებმა” – ელისაშვილის განმარტება

მე-10 მოწვევის პარლამენტმა თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩია. კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. მის კანდიდატურას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, 6 წინააღმდეგ წავიდა. პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი განმარტავს თუ რატომ დაუჭირა მისმა პარტიამ, მხარი “ქართული ოცნების”  წარდგენილ კანდიდატს. ელისაშვილის თქმით, მას კუჭავას საწინააღმდეგო არაფერი აქვს და “ტყუილად შარს არ მოდებს”.

“ჩვენს პარტიას რაც არ მოგვწონდა და არ მოგვწონს ქართულ პოლიტიკაში არის რაღაცა ყალბი წესები, ფარისევლობა, რომელიც არის დამკვიდრებული, რომ რადგანაც ხარ ოპოზიციაში, არაფერი არ უნდა მოგწონდეს და თუ შინაგანადაც ეთანხმები, მაშინაც კი რაღაცა შარს უნდა ეძებდეგანსხვავებით 99%-სგან, თუნდაც ქართული ოცნების ლიდერების ან ზოგადად, ქართველი პოლიტიკოსების, ის არის ძალიან კორექტული ადამიანი. ჩვენც ვიხსენებდით და ვერ გავიხსენეთ, ვერც ვერავინ გაიხსენებს, თუნდაც ოპოზიციისადმი მის აგდებულ კომენტარებს, ან განცხადებებს, ან და დამოკიდებულებას. შესაბამისად, როდესაც ჩვენ გავიგეთ მოულოდნელი გადაწყვეტილების შესახებ, რომ თალაკვაძეს ჩაანაცვლებდა კუჭავა, ჩვენ ვიმსჯელეთ და ვთქვით, რომ რახან არაფერი ამ კაცის საწინააღმდეგო არა გვაქვს, რახან ოპოზიციაში ვარ ამიტომ ტყუილ შარს ხო არ მოვდებ ვინმეს?!”-  განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად ქართულმა ოცნებამ კახა კუჭავა მას შემდეგ წარადგინა, რაც არჩილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა.