რატომ მისმენდნენ?! რატომ უსმენდნენ 15 წლის ბერა ივანიშვილს?- ღარიბაშვილის პირველი კომენტარი ჩანაწერებზე

“რატომ მისმენდნენ?! რატომ უსმენდნენ 15 წლის ბერა ივანიშვილს?”- ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 12 მარტს პირველად გააკეთა კომენტარი, 6 მარტს ტელეკომპანია “პირველის” მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან, დაკავშირებით. პრემიერმინისტრმა, აუდიოცანაწერები მესამე პრეზიდენტს დააბრალა და “ბინძური პროვოკაცია” უწოდა.

რატომ მისმენდნენ?!მე როგორც კერძო პირს, მაშინ საჯარო მოხელე ვიყავი, რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს? არც პოლიტიკა არსებობდა მაშინ, ჩვენი მხრიდან არც ბიძინა ივანიშვილი იყო პოლიტიკაში ცართული მაშინ და შესაბამისად  ორმაგად ამძიმებს ეს იმ ბრალდებებს და იმ ფაქტს რომ მაშინ ტოტალური მოსმენის ქვეშ ვიყავით და გამოსაძიებელია რატო ვიყავით მოსმენის ქვეშ. “- განაცხადა ღარიბაშვილმა.