რაღაც პატარა კვირტები გამოისახა – ნათელაშვილი საელჩოში შეხვედრის შემდეგ

“რაღაც პატარა კვირტები გამოისახა,მაგრამ ხელშესახები არაფერია”- ასე აფასებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი,  ამერიკის ელჩთან შეხვედრას.

“უცბად არ იქნება გდაწყვეტილებები მიღებული, ჩვენ ეს გვესმის, მაგრამ მთავარია ხალხს პარლამენტის სახით ჰყავდეს ნამდვილი, თავისი წარმომადგენლობა. რაღაც პატარა კვირტები თითქოს გამოისახა, მაგრამ რაიმე ძალიან ხელშესახები არა, ჯერჯერობით”, – განაცხადა ნათელაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.