რაც ოპოზიციას აქვს დასადები, ჯერ ის დაიდოს – არჩილ თალაკვაძე იაგო ხვიჩიას

“რაც ოპოზიციას აქვს დასადები, სჯობს, ჯერ ის დაიდოს “- ასე ეხმაურება  პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებას. ამის შესახებ თალაკვაძემ, რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა.

“ჩემი პასუხი ხვიჩიას მიმართ არის ის, რომ არჩევნები ბუნებრივი ბარიერით უკვე ჩატარდა. ვინ რა უნდა დადოს, ეს უკვე ასახულია არჩევნების შედეგებში. შესაბამისად, რაც ოპოზიციას აქვს დასადები, სჯობს ჯერ ის დადოს და ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში აიღონ იმაზე პასუხისმგებლობა, რაშიც მხარდაჭერას სთხოვეს საზოგადოებას. ასეთივე მკაცრი მოთხოვნები ქონდა ოპოზიციას, რომ 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო არჩევნები იმ მოდელით, რაც ჩვენ ჩავწერეთ 2024 წელს, დღეს უკვე ჩვენმა საზოგადოებამ იცის, ოპოზიცია მაშინ, რასაც უფრო ხმამაღლა ითხოვდა, რასაც იაგო ხვიჩია დღეს ითხოვს, ჩვენ რომ ეს არჩევნები 2024 წლის მოდელით ჩაგვეტარებინა, დღეს პარლამენტში ქართულ ოცნებას ექნებოდა მეტი მანდატი და იაგო ხვიჩია და მისი კოლეგა პარტია საერთოდ ვერ გადალახავდნენ ბარიერს”- განაცხადა თალაკვაძემ.