რაჭაში მეწყერში მოყოლილი ადამიანები კონტაქტზე იმყოფებიან

რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერში მოყოლილი ყველა პირი ცოცხალია და ისინი კონტაქტზე იმყოფებიან.

ცნობისთვის, დაახლოებით 1 საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში,  მეწყერში 16 ადამიანი მოყვა. როგორც ადგილობრივები „საქართველოს ამბებს“ უცხადებენ მეწყერში მოყოლილ ადამიანებს შორის 6 არასრულწლოვანია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მეწყერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ მაშველები ადგილზე 2 ვერტმფრენით უკვე მიემგზავრებიან.