რა ადგილებში შესასვლელად შეიძლება დაგჭირდეთ მწვანე პასპორტი – ტიკარაძის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს ქვეყანაში მწვანე და წითელი პასპორტების დაწესებას.

მისი თქმით, ასეთი ირიბი რეგულაცია შეიძლება შეეხოს ისეთ თავშეყრის ადგილებს, რომლებიც არ არის პირველადი საჭიროების.

„ისეთი თავშეყრის ადგილები, რომლებიც არ წარმოადგენენ პირველადი საჭიროების თავშეყრის ადგილებს, სავსებით შეიძლება გადავიყვანოთ მანდატორულ მწვანე და წითელი პასპორტების გამოყენებაზე, რაც, რა თქმა უნდა, იქნება ირიბი წახალისება და რეგულაცია, იმისკენ რომ ჩვენ შევეცადოთ და ავცრათ მოსახლეობის უფრო დიდი რაოდენობა”, – განაცხადა მინისტრმა იმედთან ინტერვიუში.

იმავეს ამბობს ამირან გამყრელიძე. მისი განამრტებით, მწვანე პასპორტები მოქალაქეებს არ დასჭირდებათ აფთიაქში, მაღაზიაში და სხვა პირველადი საჭიროების მისაღებ დაწესებულებებში შესასვლელად. NCDC-ის ხელძღვანელი ასევე აცხადებს, რომ ნოემბრის თვეში უნდა გადაწყდეს გარკვეული ჯგუფებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი.

საპირისპიროს ამტკიცებს პრემიერი ღარიბაშვილი და მოსახლეობას ჰპირდება, რომ სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს.