რა გიხარიათ?! ვერაფერს უმტკიცებთ ოკუპანტ რუსეთს – ბაია პატარაია თბილისის „ლოკომოტივის“ მიერ მოსკოვის “დინამოს” დამარცხებას ეხმაურება

ბაია პატარაია, რომელიც ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელია და ხშირად გამოირჩევა თამამი და პროვოკაციული განცხადებებით, თბილისის „ლოკომოტივის“ მიერ მოსკოვის “დინამოს” დამარცხებას ეხმაურება.

“რუსი ნაშების აყრით და ცინგლიანი მატჩის მოგებით აღტყინებული ქართველი კაცი არის საცოდაობა. ამით ვერაფერს უგებთ და ვერაფერს უმტკიცებთ ოკუპანტ რუსეთს, უბრალოდ, თავს იგდებთ.
დროა, გაიზარდოთ!
სხვათაშორის ეგ ინფანტილიზმია ერთ-ერთი მიზეზი უკონტროლო აგრესიისა, რომელიც ვერ მიემართება ნამდვილ მოძალადეს (ოკუპანტს/სისტემას), სამაგიეროდ ანადგურებს ისევ თქვენსავე გარემოს (ცოლს/ოჯახს).
დროა, გაიზარდოთ!
გაზრდას კიდევ შრომა სჭირდება, ბევრი შრომა და პასუხუსმგებლობის აღება და არა კლავიატურის ლომფხვობა და რუსების გინება.
ცოტა გარედან შეხედეთ თქვენ თავს – რა გიხარიათ?!
ბევრს გაგამწარებთ ეს პოსტი, რადგან საკუთარ უსუსურობას დაინახავთ. ამ პოსტის მიზანი ვინმეს გამწარება სულაც არ არის ამ დროს.
დროა, გაიზარდოთ და გაეშვათ თავის მოტყუებას!
საქმე აკეთეთ!”- წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, გუშინ, 17 სექტემბერს თბილისის “ლოკომოტივმა” მოსკოვის “დინამო” 2:1 დაამარცხა. ამით გუნდი ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა.გოლები ირაკლი სიხარულიძემ და მამია გავაშელიშვილმა გაიტანეს.კრემლის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდი, მოსკოვის “დინამო” საქართველოში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის ჩასატარებლად ჩამოვიდა.