რა ვადები დაადგინა პუტინმა დონეცკის და ლუგანსკის დასაპყრობად–უკრაინული მედია

უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის გეგმით მთელი დონბასის დაპყრობა 1 ივლისამდე უნდა მოხდეს. პირველ რიგში ლუგანსკის ოლქის დაპყრობა იგეგმება.

მედიის ინფორმაციით პუტინმა საოკუპაციო არმიას დაუსახა ამოცანა, 1 ივნისამდე ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მივიდნენ, 1 ივლისამდე კი დონეცკის ოლქი მთლიანად აიღონ.

უკრაინული მედია სპეცსამსახურების წყარობზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთს დონეცკის აღება უფრო რთულად ესახება, ამიტომ ვადა 1 ივლისამდე დათქვა.

ოკუპანტი არ აპირებს ერთდროულად შეუტიოს დონბასის მთელ ტერიტორიას, რადგან ამისთვის რესურსები არ ყოფნის.

ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით რუსეთს ლუგანსკის ტერიტორიის 95% აქვთ დაკავებული. ამჟამად აქტიური ბრძოლები მიდის სევეროდონეცკში, რომელიც 2014 წლიდან რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია.