რა მასშტაბის დარტყმაზეა გათვლილი ”აზოვსტალის” ქარხანა – დირექტორის განმარტება

რა მასშტაბის დარტყმაზეა გათვლილი ”აზოვსტალის” ქარხანა – ამ კითხვაზე, მარიუპოლში მდებარე, “აზოვსტალის” ქარხნის დირექტორმა, ენვერ ცქიტიშვილმა, ტელეკომპანია “ფორმულასთან” ისაუბრა

”მე არ მინდა იმის შესახებ ღიად ვისაუბრო მაგრამ ვიტყვი. ეს თავშესაფარი 1977 წელსაა აშენებული, საყოველთაოდ ცნობილი და მაშინდელი წესების მიხედვით. ყველა თავშესაფარი არის გათვლილი ატომური იარაღის პირდაპირ დარტყმაზე, ამიტომ მათ პირდაპირი დარტყმისთვის უნდა გაეძლოთ. მხედველობაში მაშინ იყო  ჰიროსიმა. “აზოვსტალს” აქვს ექვსმაგი დამცავი ბეტონის ფენა, რომელიც ახლაც ადგილზეა. ახლა რასაც ბომბავდნენ რუსები, 3 და 5 ტონიანი ბომბებით, ამან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქარხანას. მაგრამ შეხედეთ, როგორ გმირულად იცავენ ”აზოვის” ბატალიონის წევრები, ისინი არ დანებდებიან.