“ძალიან გამაკვირვა ამ ფაქტმა, მან არაფერი იცოდა,  მე არ ვიცოდი, არავინ არაფერი იცოდა და მე არ ვიცი, საიდან მოხდა ეს, რა ფაქტია საერთოდ? რა მიზანს ემსახურება ვერ გავიგე. იმიტომ, რომ ფოტო რომელიც მე ვნახე, ის არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც დღეს ჩვენ დღეს გვაქვს, ადამიანი არის დღეს იმის ლანდი. მიზანი რა იყო ვერ გავიგე, თუ უნდოდათ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ ასე გამოიყურება, ეს არის ტყუილი, თავიდან ბოლომდე, იმიტომ, რომ დღეს აღარაფერია დარჩენილი იმ ადამიანისგან. ”

ასე გამოეხმაურა, კლინიკა “ვივა მედში” გადაღებულ მიხეილ სააკაშვილის ფოტოებს, რომელიც 29 აგვისტოთი თარიღდება, მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია.