რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ იმ პირებმა, ვინც ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს რეკომენდაციებს იმ ადამიანებისთვის, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს.

NCDC–ის რეკომენდაციით, აცრილებმა უნდა:

  • ატაროთ პირბადე ღია და დახურულ სივრცეეებში
  • დაიცვათ სულ მცირე 1 მეტრი დისტანცია
  • თავი აარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს
  • მოგზაურობისას გაითვალისწინოთ დაწესებული შეზღუდვები
  • სიმპტომების შემთხვევაში გაიკეთოთ COVID-19 ტესტირება

ასტრაზენეკას ვაქცინით აცრა საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო, ფაიზერით კი 30 მარტიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს უტარდებათ.