“შეხედეთ, რა სახეებით დგანან. წაგებაც უნდა მიიღოთ, მეგობრებო, უნდა იცოდეთ გამარჯვების და წაგების ფასიც. უნდა აღიაროთ, მოგიწევთ [შედეგების] აღიარება. ეს არის თბილისის არჩევანი, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს კახა კალაძეს – ამ ქალაქის აღმშენებლობას, სიმშვიდეს, სტაბილურობას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება როგორც დედაქალაქს, ისე მთელ საქართველოს”

თქვა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ოპოზიციაზე. ამ დროისთვის ცესკომ თბილისის უბნების თითქმის 14% დათვალა. შედეგები ასეთია – მელია 44.04%, კალაძე 55.96%.