რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან – მთავრობის გადაწყვეტილება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 8 თებერვლიდან გარკვეული შეზღუდვები იხსნება.

ხვალიდან საქართველოს მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსები (შაბათ–კვირის გარდა). შეზღუდვა კვლავ რჩება  საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე.

ასევე, 8 თებერვლიდან გაიხსნება ღია და დახურული ტიპის ბაზრობები. ისინიც, როგორც ტრანსპორტი, შაბათ–კვირას ვერ იმუშავებენ.

15 თებერვლიდან კი საქართველოს მასშტაბით სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება. ასევე, კვების ობიექტები და რესტორნები კლიენტების მიღებას ღია სივრცეში შეძლებენ (შაბათ-კვირის გარდა).