რა შემთხვევაში დაწესდება შეზღუდვები – გამყრელიძის განმარტება

დაავადებატა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანში ე.წ. მეხუთე ტალღა დაიწყო უფრო მაღალი ნიშნულიდან, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

მისი თქმით, თუ ვაქცინაციის ტემპი არ გაიზრდება, შეზღუდვები კვლავ დაწესდება.

„დღეს მთავარი იარაღი არის აცრა. სამწუხაროდ, ყოველდღიური აცრის რაოდენობა დაცემულია, რაც ძალიან ცუდია. ამიტომ, აცრის მაჩვენებელი უნდა გავზარდოთ. ხვალ აცრის მარათონი იწყება ქვეყანაში და ვნახოთ, როგორი იქნება მოსახლეობის დამყოლობა. დავაკვირდებით მიმდინარეობას, თუ აცრების მიმდინარეობა ვერ ავწიეთ, მაშინ საკმაოდ რთული ნოემბერი იქნება და ქვეყანას ისევ შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება მოუწევს, სხვაგვარად ეპიდსიტუაცია ვერ დამშვიდდება“,-განაცხადა გამყრელიძემ Ipn-ის ცნობით.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 4581 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 28 ადამიანი გარდაიცვალა.