რეანიმაციაში მოხვედრილებიდან ორჯერ ვაქცინირებული იყო 0.3% – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ანლიზის შედეგად, საავადმყოფოში მოხვედრილთა უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ იყო.

მისივე ინფორმაციით, რეანიმაციაში მოხვედრილთა მხოლოდ 0.3% იყო ორჯერ ვაქცინირებული.

“ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი მარტიდან 17 აგვისტომდე ინფიცირებულების და მათ შორის აცრილი პირების რაოდენობის მიხედვით. ინფიცირებულთა 98%-ზე მეტი არ იყო ვაქცინირებული. ჩვენ გვაქვს ერთგვარი სურათი, რომ საავადმყოფოში მოხვედრილთა უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა.

რაც შეეხება რეანიმაციის განყოფილებაში მკურნალობას, რეანიმაციაში მკურნალობა ამ დრომდე გაიარა დაახლოებით 3 500-მა პირმა, მათ შორის ერთხელ ვაქცინირებული იყო დაახლოებით 1%-მდე და ორჯერ ვაქცინირებული იყო 0.3 %, ანუ ერთეული შემთხვევები მოხვდა ორჯერ ვაქცინირებულების რეანიმაციაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა რეალურად მუშაობს და იცავს ჰოსპიტალიზაციის და მძიმე შემთხვევების განვითარებისგან და ეს არის ყველაზე დიდი მიზეზი, რომ ჩვენ ვაქცინა გავიკეთოთ”,– განაცხადა გაბუნიამ.