“ვეღარ ვუყურებ მაგ კადრებს. მორალურად არ შემიძლია. ნაძირლები ხართ, ყველას მოგეკითხებათ და რომ შეგაკვდეთ ამ ბრძოლაში, არ მენანება.

აღარ ვფიქრობ იმაზე, რა გადაიტანა მანდ სულ მარტომ, როგორც არასოდეს, ისე მეამაყება, რომ მისი თანამებრძოლი ვარ.

ვისაც ჰგონია, რომ ეგ კადრები მიშას შეურაცხყოფაა და არა სახელმწიფოსი – უსაშველოდ რეგვენები ხართ”

ასე ეხმიანება ენმ-ს წევრი ანი წითლიძე პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, როგორ მიათრევს მიხეილ სააკაშვილს ათობით პოლიციელი გლდანის ციხის საავადმყოფოში.