რევოლუციის მომწყობი ვერავინ ვიპოვე, რევოლუციას ერთი ადგილი სჭირდება, ასე ჰაერში არ ხდება – ხვიჩია

გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ოპიზიციაში რევოლუციონერს ეძებდა, თუმცა ვერ იპოვა.

მისივე განცხადებით, “რევოლუციას ერთი ადგილი სჭირდება”.

“ვიძახდი, რომ თუ ვინმე რევოლუციას აპირებთ, მე ვარ რევოლუციონერი. ვეძებდი და ვერავინ ვერ ვიპოვე, ვინც რევოლუციის მომწყობი იყო. სხვათაშორის, ვაშაძესთანაც რომ ვიყავით, რომ ვიყავით ბადრი ჯაფარიძესთან, რომ ვიყავით ნაციონალურ მოძრაობასთან, პირველი კითხვა იცით, რა იყო? ხალხო, თუ რევოლუციას აწყობთ, აგერ არის სანდრო რაქვიაშვილი, რევოლუციების სპეციალისტი, რომელმაც იცის ყველა რევოლუცია როგორ ხდება ამ სამყაროში.

ალეკო ელისაშვილმა რომ თქვა, ლელოს უნდოდა და რევოლუციაზე საუბრობდაო, თავი იგრძნეს შეურაცხყოფილად, მე არ ვგრძნობ თავს შეურაცხყოფილად, ვინმემ რომ მითხრას, აგერ, ძმაო, მოდი, რევოლუცია მოვაწყოთო, მე არამგონია, რომ ეს შეურაცხყოფაა, უბრალოდ, რევოლუციას ჭირდება ერთი ადგილი და ეს ასე არ ხდება ჰაერში. თუ ეს ადგილი გაქვს, მე თანახმა ვარ, წავიდეთ რევოლუციაზე”,- თქვა იაგო ხვიჩიამ ტვ პირველის ეთერში.