რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს უკრაიანას ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს უკრაინას ეწვევა. ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს მე-10 შეხვედრას დაესწრება.

პრეზიდენტები ისაუბრებენ ორმხრივ კავშირებსა და რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე.

არსებული ინფორმაციით, მხარეები ხელს მოაწერენ სხვადასხვა, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.

ცნობისთვის, გასულ თვეში ერდოღანმა მოსკოვსა და კიევს შუამავლობა შესთავაზა. მისი შეფასებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივა არ არის რეალისტური, რადგან “უკრაინა არ არის ჩვეულებრივი ქვეყანა, უკრაინა ძლიერი ქვეყანაა”.