რიგგარეშე არჩევნების რესურსი არ აქვს ოპოზიციას, არავის უნდა სინამდვილეში – მეგრელიშვილი

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნები არ უნდა და არც ამის რესურსი აქვს.

“რიგგარეშე არჩევნების რესურსი არ აქვს ოპოზიციას, არავის არ უნდა ეს არჩევნები სინამდვილეში. ჩვენ ხო კაპიკი არ დაგვიხარჯავს, ჩვენ ხომ ის პარტია ვართ, რომელიც Facebook–ით აღმოვჩნდით ქვეყანაში. ასეთ განადგურებულ ქვეყანაში, რომელშიც არის კატასტროფული კრიზისი, ახლა რომ მართლა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, ეს დანარჩენი ხალხი მილიონებს რომ ხარჯავდა, საიდან აქვთ შემდეგი მილიონები დასახარჯად?

პრემიერმინისტრი რომ უნდა გახდეს ჭიჭე ვაშაძე და თაკო ჩარკვიანით რომ აპირებს ახალი პოლიტიკის გაკეთებას, ეგ სიყალბე უნდა გავიმეოროთ? ახლიდან უნდა მოვაწყოთ ის კანცერტი, რომელიც გვქონდა? ბოლო პერიოდში საერთოდ რომ არ გველაპარაკებოდნენ, მაგ ოპოზიციას უნდა ახალი არჩევნების ჩატარება გაზაფხულზე თუ შემოდგომაზე, რა ფულით უნდათ? ვის აძლევთ მაგათ ფულს?”,– ამბობს მეგრელიშვილი ტვ პირველის ეთერში.

მისი თქმით, პროცესის განვითარებად მშვიდობის დამყარება წარმოუდგენია, რომელზეც მთავარი პასუხისმგებელი ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობაა.

მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ენმ–ს განახლებულმა გუნდმა “უნდა დაგვანახოს, რომ მას აქვს პოზიცია, მას შეუძლია რაღაც ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება შექმნილ ვითარებაში.