რიონის ხეობის მცველებმა შესაძლოა, ფართომასშტაბიანი აქცია ისევ ჩაატარონ

“რიონის ხეობის მცველებმა” ხეობაში კიდევ ერთი შესასვლელი გადაკეტეს და ისინი უკვე 8 შესასვლელს აკონტროლებენ.

მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ენკას გადაადგილება შეეზღუდოთ და არ მიეწოდოთ საწვავი.

პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, შესაძლოა, კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი აქცია ჩაატარონ. გოლეთიანის განმარტებით, ეს დამოკიდებული იქნება შაბათის შეხვედრაზე, რომელსაც რიონის ხეობის მცველები ევროკავშირის მონაწილეობით ხელისუფლებასთან გამართავენ.

გოლეთიანი მხარდამჭერებს მოუწოდებს, გადაკეტილი გზების პატრულირებაში დაეხმარონ.