რიონის ხეობის მცველებმა ქუთაისში გზა გადაკეტეს

რიონის ხეობის მცველებმა ქუთაისში გზა გადაკეტეს. ამ წუთებში, რიონის ხეობის მცველები, ქვეყნის მასშტაბით, 13 ქალაქში, ნამახვანჰესის მშენებლობის საპროტესტო აქციას მართავს. ყველა მათგანი ზუსტად ერთ დროს- 16:00 საათზე დაიწყება.

პროტესტს უერთდებიან ბათუმში, ქობულეთში, ბოლნისში, რუსთავში, ზუგდიდში,
ფოთში, წყალტუბოში, ლენტეხში, ყაზბეგში, ლანჩხუთში, თერჯოლასა და რუისში.