რობერტ სტურუამ ბესო ზანგური დროებით ყველა როლიდან მოხსნა

ძალადობაში ბრალდებული ბესო ზანგური რობერტ სტურუამ დროებით ყველა როლიდან მოხსნა. ბრძანება დღეს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სტურუამ გამოსცა.

“თეატრის მსახიობის ბესიკ ზანგური მოიხსნას მიმდინარე რეპერტუარის სპექტაკლების ყველა როლიდან (მანამ სანამ არ გაირკვევა მისი ბრალეულობა კანონმდებლობის გათვალისწინებული წესით)”, – წერია ბრძანებაში.

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლე ბესო ზანგური ძალადობაში დაადანაშაულა.