როგორია გაზგასამართი სადგურის აფეთქებისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა – ექიმის განმარტება

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის თქმით, გაზგასამარი სადგურის თანამშრომელს, რომელიც აფეთქებისას დაშავდა, სხეულის 25% აქვს დამწვარი.

“შემოვიდა დამწვროვის ცენტრში 48 წლის მამაკაცი. აღენიშნებოდა სხეულის თერმული დამწვრობა 25%, მე-2- მე-3 ხარისხის. დაზიანებული ჰქონდა სახის არე, წელის არე, ორივე ზემო და ქვემო კიდური, საერთო ჯამში 25%. საეჭვო იყო სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური დაზიანება და მაროტრავმა”,- აცხადებს ქაშიბაძე.

მისივე თქმით, ამ დროისთვის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დაკვირვების ქვეშ, რეანიმაციაში რჩება.

ნუცუბიძეზე, ამაშუკელის ქუჩაზე “ეკო გაზის“ გაზგასამართი სადგური გუშინ, დაახლოებით 22:00 საათზე აფეთქდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.