ნუცუბიძეზე გაზგასამართი სადგურის აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. რა ინფორმაცია არსებობს ამ დროისთვის

ნუცუბიძის პლატოების და ლისის ტბის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე “ეკო გაზის“ გაზგასამართი სადგურის აფეთქების მიზეზი წინასწარი ინფორმაციით ბუნებრივი აირის კომპრესორი გახდა. ადგილზე კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. აფეთქება ამაშუკელის ქუჩაზე დაახლოებით ათი საათისთვის მოხდა, რასაც ძლიერი ცეხლის ალი და დარტყმის ტალღა მოჰყვა, რომელმაც მიმდებარე კორპუსებში მინების ჩამსხვრევა გამოიწვია. დაშავებულია გაზგასამართი სადგურის თანამშრომელი, რომელმაც ხელებზე დამწვრობა მიიღო და ის შოკურ მდგომარეობაში  დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

სადგურის მიმდებარედ ოთხი ახალი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსია. ადგილობრივები ამბობენ, რომ საღამოობით ამ ტერიტორიაზე მუდმივად ხალხმრავლობაა, რადგან გარშემო მდებარეობს კაფე, სამრეცხაო, მაღაზია.

ამ ტერიტორიის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ არ შეიძლება კორპუსების შუაში იდგეს გაზგასამართი სადგური და ისინი ყოველთვის შიშობდნენ, რომ შესაძლებელია აქ ნებისმიერ დროს აფეთქება მომხდარიყო.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, რომელშიც ნათქვამია:

“თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძარი ლიკვიდირებულია, ხოლო მომხდარის შედეგად დაშავებული 1 პირი, რომელიც ამავე გაზგასამართ სადგურზე მუშაობს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ამაშუკელის ქუჩაზე, ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მოხდა აფეთქება. შეტყობინების მიღების შემდეგ, ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული უსაფრთხოების ყველა ზომა და გადაიკეტა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია.

ცეცხლი გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მდგარ შენობა-ნაგებობას ეკიდა. აფეთქებამ, ასევე, ახლომდებარე შენობებზე შუშებიც ჩაამსხვრია.

მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.“ – წერია განცხადებაში.

“მოძალადესთან ერთ სივრცეში ყოფნას არ ვაპირებ”- მელიამ მერობის კანდიდატების დებატები დატოვა

"მოძალადესთან ერთ სივრცეში ყოფნას არ ვაპირებ" - ამის შესახებ, ენმ-ის თავჯდომარემ, ნიკა მელიამ,  საზოგადოებრივ...

ენმ-ის ლიდერებს ძალიან უხარიათ ეს ინციდენტი, მომხდარს არანაირი გამართლება არ აქვს – მდინარაძე დმანისზე

" ახლა „ნაცებს“ და „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს ძალიან უხარიათ ეს ინციდენტი, რადგან ამ დღეებში მცდელობების...

რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, დეგენერატმა დაჭრა ვიღაც კაცი – კობახიძე დმანისის ინციდენტზე

"რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, დეგენერატმა დაჭრა ვიღაც კაცი"- ასე ეხმაურება, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი...

ენმ ითხოვს, დმანისის ინციდენტის გამო, “ოცნების” კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დმანისის თავდასხმაში ქართული ოცნების წევრებს ადანაშაულებს და დამნაშავეების დასჯასთან ერთად ითხოვს, პარტიის...

შეიძლება თვითონ დააზარალეს ერთმანეთი – ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი 2 პირის დაჭრაზე

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში 2 პირის დაჭრას ეხმიანება ოცნების დეპუტატობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და...

სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, არ შეგარჩენთ – ნიკა მელია დმანისის ინციდენტზე

''სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, არ შეგარჩენთ"- ამის შესახებ, ენმ-ის თავჯდოამრე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში...

ზვიადაძემ ჩუბინიძეს სთხოვა, კანონიერი ქურდი ქვეყანაში 10 დღით შემოეშვა – ფაილები

სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილებიდან ირკვევა, 2019 წლის 30 აგვისტოს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სახელმწიფო...

ლარი კვლავ გაუფასურდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.64 თეთრით...

ის ძალიან გავს ებოლას – გვინეაში კიდევ ერთი მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  და გვინეის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურებს მარბურგის დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა. მას ვირუსი იწვევს, რომელიც თვისებებით ძალიან გავს ებოლას ვირუსს. კორონავირუსის მსგავსად,...

როგორ ვმართოთ კოვიდი სახლის პირობებში და როდის არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია–ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის განახლებული რეკომენდაციები

აშშ–ში მცხოვრები ქართველი ექიმები,  ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი და მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...