როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ყიფშიძის განმარტება

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტს აღენიშნება ზოგადი სისუსტე და თავის ტკივილი. ის მკურნალობის პროცესში ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის ჩართვასაც ითხოვს.

“არტერიული წნევა თამაშობს, რამდეანადაც ვიცი, დილით ჰქონდა მაღალი წნოვა. ჩემ აქ ყოფნის დროს წნევა ცოტა დაეცა, ამას კორეგირება გაუკეთდა რეანიმატოლოგის და მკურნალი ექიმის მიერ. ამ მხრივ ყველაფერი ნორმალურად არის. რეფიდინგი [კვება] დაიწყო წარმატებით, ამას ხელმძღვანელობს ქალბატონო ელენე გიორგაძე. რეფიდინგის პირველი დღე ნორმალურად ჩატარდა.

ვღელავთ ასევე ნერვოლოგიის შესახებ. ნერვოლოგები ალბათ ჩამოვლენ ხვალ ან ზეგ და გაივლიან პაციენტთან ერთად კონსულტაციის.

როგორც მოგეხსენებათ, ასეთ პაციენტებს აქვთ პოსტტრავმატიული სინდრომი, რომელიც ძალიან რთულ მკურანლობას და რეაბილიტაციას უნდა დაექვემდებაროს. ამიტომ მე მთხოვა, რომ ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანს დავუკავშირდე და მოვიდეს რამდენიმე დღის განმავლობაში.

მგონია, რომ საჭიროა ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის დამატება ამ დიდ ჯგუფთან ერთად, რომ გავაგარძელოთ მისი მკურნალობა”,– ამბობს ყიფშიძე გორის ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ.

მანვე აღნიშნა, რომ საფრთხეები კიდევ არსებობს, ამიტომ გაგრძელდება მესამე პრეზიდენტზე დაკვირვება.