როგორი ამინდია მოსალოდნელი 5 თებერვლამდე – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 თებერვლამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

“ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18,+23, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12,+17 გრადუსი იქნება”,- ვკითხულობთ სააგენტოს პროგნოზში.

მათივე ცნობით, თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14,+16 გრადუსი იქნება.