როგორი ამინდი იქნება 2 ოქტომბრამდე – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ნისლი, ქარის გაძლიერება. აღმოსავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალთიან ზონაში ზოგან შესაძლებელია თოვლი.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.