როგორი ამინდი იქნება 6 თებერვლამდე

4 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 6 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, ძლიერი ქარი. ინფორმაციას, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასევე მოსალოდნელია მთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ლიპყინული, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.