როგორი ამინდი იქნება 9 დეკემბრამდე – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.