როგორ გავასუფთაოთ სმარტფონი მიკრობებისგან ისე, რომ არ დავაზიანოთ

არის ორი მნიშვნელოვანი რამ, რაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე ყოფნის შემდეგ უნდა გავაკეთოთ: დავიბანოთ ხელები და გავასუფთაოთ ტელეფონი. ბევრს ავიწყდება მობილურსი გასუფთავება, არადა სწორედ მის ზედაპირზე გროვდება ყველაზე მეტი მიკრობი და ბაქტერია. მოგიყვებით, როგორ მოვიშოროთ ისინი თავიდან ისე, რომ ტელეფონი არ დავაზიანოთ.

 

სმარტფონი ყველთვის სუფთა უნდა გქონდეთ. ეს არა მხოლოდ გარეგნულ მხარეს ეხება, არამედ შენს ჯანმრთელობასაც. რატომ? პირველ რიგში იმიტომ რომ ეს ნივთი პრაქტიკულად სულ ხელში გვიჭირავს, თუმცა ამავე დროს სხვადასხვა ზედაპირებზე ვდებთ, მათ შორის საზოგადოებრივ ადგილებში. ტელეფონით საუბრისას კი ის სახის კანს ეხება. სწორედ ამიტომაც საშიში მიკროორგანიზმები თავისუფლად შეიძლება მოხვდნენ ჩვენს ლორწოვანში და ანთების ან ინფექციის პროვოცირება გამოიწვიონ.

შეგიმჩნევიათ თუ არა, რა მალე მუქდება სმარტფონის დამცავი გარსი, განსაკუთრებით გამჭვირვალე? ასეთი “სიგნალი“ უკვე ერთ თვეში ვლინდება. ეს იმას მიანიშნებს, რამდენად ადვილად ბინძურდება ის და ჭუჭყთან ერთად რამდენი ბაქტერია ხვდება ზედაპირზე.

 

იმისათვის, რომ ტელეფონი უსაფრთხოდ გაწმინდოთ და არ დააზიანოთ, სპეციალური საშუალებები არ გჭირდებათ. აიღეთ ჩვეულებრივი რბილი ნაჭერი, ხაოიანი და ბუსუსებიანი ზედაპირის გარეშე. გამოგადგებათ სათვალის საწმენდი ნაჭერი და სალფეტკიც .

აი ძირითადი წესები:

გამორთეთ ტელეფონი.

მსუბუქად დაასველეთ სალფეტკის წვერი და ეკრანი ორივე მხრიდან გაწმინდე. ეცადე წყალი დამტენ ბუდეში და დინამიკებში არ ჩავიდეს.

გაამშრალე ტელეფონი ნაჭრის მშრალი მხარით რამდენჯერმე. სულ ეს არის, ოღონდ ეს დღეში რამდენჯერმე უნდა გააკეთო, ასევე საზოგადოებრივი ადგილების მონახულების შემდეგ ყოველ ჯერზე.

და კიდევ: თუ ეკრანზე დამცავი ფირი ან შუშა გაქვთ გადაკრული, მიაქციეთ ყურადღება მის მდგომარეობას. დამცავი აქსესუარის კიდეებზე და ბზარებში შეიძლება ჭუჭყი და ბაქტერიები დაგროვდეს. ამ დაბინძურების გასაწმენდად შეგიძლიათ კბილის ჯაგრისი გამოიყენოთ. გახსოვდეთ, სპეციალისტები არ გვირჩევენ ტელეფონი სუფთა სპირტით გავადეზინფიციროთ. მან შეიძლება დისფლეის დამცავი ფენა დააზიანოს.