როგორ შეიძლება, ბიძინას ადგილას იყო და მართლმსაჯულების სისტემა ჩააბარო ნაცებს – ხვიჩია

პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ აპირებს, “აზრზე მოსვლაში დაეხმაროს” NGO სექტორს და ოპოზიციას.

მისივე განცხადებით, ოპოზიცისა და არასამთავრობოებსაც უნდათ, რომ თავად დანიშნონ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თუმცა არავის უნდა ამ ვერტიკალის მოშლა.

“ვინც ამ ვერტიკალის თავზეა, იმას აქვს განუსაზღვრელი ძალაუფლება მართლმსაჯულების სისტემაში. ამ წუთას ასეთი არის ბიძინა ივანიშვილი. ნაცმოძრაობა იძახის, მაგას არა, ჩვენ უნდა გვქონდეს. იგივე სასამართლოს უფლებამოსილებს უარესად იყენებდა ნაცმოძრაობა. არასამთავრობოები წლებია მუშაობენ, ყველა ტალღაში მონაწილეობენ, არასდროს თავში არ მოსვლიათ, რომ ფუნდამენტი დაერღვიათ საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის. ჩვენ ცალკე ვართ.

მე არ მჯერა და დარწმუნებული ვარ, ბიძინა არ დათმობს, რაც უნდა არასამთავრობო სექტორს და ნაციონალურ მოძრაობას. მე ის არ მიმაჩნია ისეთ ადამიანად, რომ ამათ ეს დაუთმოს, იმიტომ რომ არ არის დასათმობი. როგორ შეიძლება ბიძინას ადგილას იყო და მართლმსაჯულების სისტემა ჩააბარო ნაცებს”,– ამბობს ხვიჩია პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე შეფასებით, ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობა არა სასამართლო კორპუსის თავისუფლებისთვის, არამედ პოლიტიკური ძალაუფლების დაბრუნებისთვის იბრძვის.

ხვიჩია აღნიშნავს, რომ საჭიროა ამ სისტემის დაშლა და იქ ახალი ადამიანების შესვლა.