როგორ შეძლებ ნიანგთან მოლაპარაკებას, როცა ყბებში შენი ფეხი უდევს – ჯონსონი პუტინზე

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკება ნიანგთან მოლაპარაკებას შეადარა, რომელსაც “ყბებში შენი ფეხი უდევს”.

„ძალიან ძნელია იმის დანახვა, თუ როგორ შეუძლიათ უკრაინელებს მოლაპარაკება ახლა პუტინთან, მისი აშკარა კეთილსინდისიერების გამო. მისი სტრატეგია აშკარაა არის ის, რომ შეეცადოს, მოიცვას და დაიპყრო უკრაინის რაც შეიძლება მეტი ტერიტორია და აწარმოოს რაიმე სახის მოლაპარაკება ძლიერი პოზიციიდან.

როგორ შეძლებ ნიანგთან მოლაპარაკებას, როცა მას ყბებში შენი ფეხი უდევს. ესაა სირთულე, რომლის წინაშეც უკრაინელები დგანან. ჩვენ უბრალოდ სტრატეგიას უნდა მივყვეთ, მათთვის იარაღის მიწოდება განვაგრძოთ, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მანვე აღნიშნა, რომ მსოფლიო ლიდერები ჯო ბაიდენთან ერთად შეთანხმდნენ ამ კვირაში იარაღის მოწოდებაზე, მათ შორის, უკრაინის არტილერიით მომარაგებაზე, რადგან რუსეთი აძლიერებს თავდასხმებს უკრაინის აღმოსავლეთით.