“დღეს ირპენში რუსეთის ფედერაციის სამხედროებმა აშშ-ის მოქალაქე, ბრენტ ენტონი რენო, ჟურნალისტი მოკლეს. არაფერია გასაკვირი რუსეთის ფედერაციის მიერ ომის წესების დარღვევაში. მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს: როდემდე უგულებელყოფს აშშ ომს, საკუთარი მოქალაქეების მკვლელობას და არ დახურავს უკრაინის თავზე ცას?”

წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე.