როდესაც ადამიანი შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს – პრემიერი

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა ციხეში ნახევარი კილოგრამი თაფლი შეჭამა.

“როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს. სრული პასუხისმგებლობით ვიძახი. სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, მან პირადად იყიდა საკუთარი ბარათით 7 კოლოფი თაფლი და ნახევარი კილოგრამი მიირთვა”,– თქვა ღარიბაშვილმა.

სააკაშვილის პირადი ექიმის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი თაფლს ჩაისთან ერთად იღებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ეს სპეკულაციების საგანი გახდა, თაფლი უკან დააბრუნა. ამჟამად ის მხოლოდ წყალს იღებს.

მიხეილ სააკაშვილი მე-11 დღეა შიმშილობს. ის პირველ ოქტომბერს დააკავეს.