როდესაც საქმე შეთანხმებას ეხება, ყველამ უნდა გადადგას საჭირო ნაბიჯები – კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ამბობს, რომ ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც შესაბამისი ნაბიჯი უნდა გადადგან, რათა შეთანხმების მიღწევა შეძლონ.

მისი თქმით, შეთანხმების მიღწევა რთული იქნება, თუმცა ეს აუცილებელია.

“ახლა მხარეებს შეხედულებებისა და პოზიციების გაზიარების პროცესში ვეხმარებით, რომ ლიდერები მიუახლოვდნენ შეთანხმებას, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს მიღწეული, რადგან დრო გვეწურება. გულახდილად გითხრათ, ვფიქრობ მოლაპარაკება რთული იქნება. ამაში ეჭვიც არ მეპარება. ჯადოსნურ საერთო პოზიციამდე მისვლას, როგორც მას ხშირად ვეძახი, ყველა მხარისგან დიდი პასუხისმგებლობა და ლიდერობის გამოჩენა სჭირდება. ჩემთვის ნათელია, რომ საქართველოსთვის კარგი სცენარი, მხოლოდ ფართო გაგებით მიღებული შეთანხმება იქნება. როდესაც საქმე შეთანხმებას ეხება ყველამ უნდა გადადგას საჭირო ნაბიჯები”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ცნობისთვის, კარლ ჰარცელი და აშშ–ის ელჩი, კელი დეგნანი ოპოზიციასა და ხელისუფელებას შორის მოლაპარაკებების ფასილიტატორები არიან. ასეთი შეხვედრა 2–ჯერ უკვე შედგა. მე–3 რაუნდი სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გაიმართება.