როდის იქნება უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პასუხი – ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტება

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი აცხადებს, რომ ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების აზრი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომავალი კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.  ამის შესახებ, მან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში ვიზიტისას განაცხადა.

ლეიენმა საერთო კონფერენციაზე განაცხადა, რომ : “კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის თქვენ ბევრი გააკეთეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რეფორმის გატარებაა საჭირო. მაგალითისთვის, კორუფციასთან ბრძოლა”.

შეგახსენებთ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო.