როდის მოაწერს ენმ ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს – ბოკუჩავას განმარტება

თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა შარლ მიშელის დოკუმენტს მაშინ შეუერთდება, როცა პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონს მიიღებს.

“ამნისტიის შესახებ“ კანონი უკიდურესად მავნებლურია და “ქართული ოცნების“ მიერ აღებულ ვალდებულებებს არ ეთანხმება. ამას მათ შორის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები ამბობენ. “ნაციონალური მოძრაობა“ ამ კანონის თანაზიარი ვერანაირად ვერ გახდება.

მას შემდეგ, რაც ეს შემდგარი ფაქტი იქნება, რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა და აპირებს, იმ სულისკვეთების ნაწილი გახდეს, რაც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი. დროის ამბავია – ჩვენ საქართველოში სავარაუდოდ მომავალ კვირას დავბრუნდებით. “ამნისტიის შესახებ“ კანონზე დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური, მესამე მოსმენა“, – განაცხადა ბოკუჩავამ პალიტრანიუსის ეთერში.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია ნაციონალურ მოძრაობას, ლეიბორისტულ პარტიას და ევროპულ საქართველოს.