როდის შემოვა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში – ტიკარაძის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები საქართველოში სავარაუდოდ მარტში შემოვა.

“კონკრეტული ვაქცინა განსაზღვრული არ არის, თუმცა ჩვენ ვმუშობთ ყველა მიმართულებით, რომ ნებისმიერი სირთულის ცივი ჯაჭვის საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანას საშუალება ჰქონდეს და შემოიტანოს ნებისმიერი ვაქცინა. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა როგორც შესწავლის, ასევე ინფრასტრუქტურის გაძლიერების პროცესში. შესაბამისად, ქვეყანა იქნება მზად ყველა სახის ვაქცინის მიღებისთვის. დღეს ბაზარი, რომელიც ვაქცინის მოწოდებას გვპირდება, ძალიან ცვალებადია. აქედან გამომდინარე, მცდარი მოლოდინების დანერგვის მიღმა მნიშვნელოვანია მოსახლეობას ინფორმაცია სწორად მივაწოდოთ და ვვარაუდობთ, რომ ვაქცინები შესაძლოა მარტის ბოლოს გამოჩნდეს ქვეყანაში”,- განაცხადა ტიკარაძემ.