როდის შეხვდება ღარიბაშვილი სტოლტენბერგს – NATO-მ ინფორმაცია განაახლა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე განახლდა ინფორმაცია და NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღეს, 18 მაისს შეხვდება.

მანამდე  NATO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია,რომლის მიხედვითაც, დღეს დაგეგმილი შეხვედრა, ბრიუსელში იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაუქმდა.