რომან აბრამოვიჩი ჩელსის ყიდის

რუსი მილიარდერი, რომან აბრამოვიჩმა აცხადებს, რომ აპირებს საფეხბურთო კლუბ “ჩელსის” გაყიდვას, რადგან ეს შედის “კლუბის, გულშემატკივრების, თანამშრომლების, ასევე კლუბის სპონსორებისა და პარტნიორების საუკეთესო ინტერესებში”.

CNN-ის ცნობით, გაყიდვიდან მიღებულ წმინდა შემოსავალს ის “უკრაინაში ომის მსხვერპლისთვის” საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხავს.

“ეს მოიცავს კრიტიკული სახსრების მიწოდებას მსხვერპლთა გადაუდებელი და დაუყოვნებელი საჭიროებებისთვის, ასევე გრძელვადიანი აღდგენის სამუშაოების მხარდაჭერას.

იცოდეთ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება და კლუბთან განშორება წარმოუდგენლად რთული იყო. თუმცა, მე მჯერა, რომ ეს არის კლუბის საუკეთესო ინტერესი.

ვიმედოვნებ, რომ შევძლებ სტემფორდ ბრიჯს ბოლოს ვესტუმრო, რათა პირადად დაგემშვიდობო. ჩელსის საფეხბურთო კლუბი იყო მთელი ცხოვრების პრივილეგია და ვამაყობ ჩვენი ერთობლივი მიღწევებით. საფეხბურთო კლუბი ჩელსი და მისი მხარდამჭერები მუდამ ჩემს გულში იქნებიან”,– თქვა აბრამოვიჩმა.