რომის პაპმა პეტრეს ცარიელ მოედანზე ლოცვა მარტომ აღავლინა (ემოციური კადრები მოედნიდან)

რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე ლოცვა მარტომ აღავლინა. მიმართვა „ქალაქსა და სამყაროს“ პაპმა ქვეყნაში და მსოფლიოში არსებულ ვითარებას მიუძღვნა.

“ამ კოლონადიდან, რომელიც რომსა და მთელ მსოფლიოს მოიცავს, შევთხოვოთ ღმერთს წყალობა და ნუგეშისცემა. უფალო, დალოცე სამყარო, მიეცი ჯანმრთელობა ჩვენს სხეულებს და ანუგეშე ჩვენი გულები. უფალო, შენ გვეუბნები, რომ არ შეგვეშინდეს, მაგრამ ჩვენი რწმენა სუსტია და გვეშინია. არ დაგვტოვო უფალო მარტო ამ ქარიშხალში“,-განაცხადა რომის პაპმა.

ლოცვას, რომელიც პაპმა აღავლინა, ვატიკანი პირდაპირ ეთერში გადასცემდა.