რომის პაპმა რუსეთის პატრიარქთან შეხვედრა გააუქმა

რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის პატრიარქ კირილთან ივნისში დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა, რომელიც იერუსალიმში უნდა გამართულიყო. ამის შესახებ ფრანცისკემ არგენტინულ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა. ფრანცისკემ განაცხადა, რომ ვატიკანელმა დიპლომატებმა უკრაინაში შექმნილი ვითარების ფონზე მას შეხვედრის გაუქმება ურჩიეს.

“ვწუხვარ, რომ ვატიკანს მოუწია პატრიარქ კირილთან მეორე შეხვედრის გაუქმება, რომელსაც ივნისში, იერუსალიმში ვგეგმავდით. მაგრამ ჩვენი დიპლომატები მიიჩნევენ, რომ შეხვედრამ ამ დროს, შესაძლოა დიდი დაბნეულობა გამოიწვიოს”, – განაცხადა პაპმა ფრანცისკემ La Nacion-თან ინტერვიუში.

რუსეთის პატრიარქმა, კირილემ უკრაინაში რუსეთის შეჭრას მხარი დაუჭირა და რუსი სამხედროები ამ ომისთვის აკურთხა.

ორი ეკლესიის ლიდერი პირველად ერთმანეთს კუბაში 2016 წელს შეხვდა.