“ჩვენ ყველაფერი გავხსენით, რამდენიმე თვეა ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება, გვაქვს უპრეცედენტო ზრდა მთელ მსოფლიოში. 45%–იანი აპრილის თვეში, 30%–იანი მაისის თვეში, 18%-იანს ველოდებით ივნისის თვეში და 12%–იანი ზრდა გვაქვს პირველ 6 თვეში, რამაც მოგვცა საშუალება, რომ არცერთი ლარი, არცერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია, უფრო მეტიც, ჩვენ მილიარდზე მეტით გავზარდეთ წლევანდელი ბიუჯეტი.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა, ეს არის მართვის გზა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვმართოთ ეპიდემია. ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს, არც ლოკდაუნი, არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული, უფრო მეტიც, ეს იქნება პირდაპირ დამაზიანებელი საქართველოს ეკონომიკისთვის. ეს გამოიწვევს იმას, რომ დამატებით უნდა ავიღოთ რამდენიმე მილიარდი დოლარი ვალის სახით, რაც გახდება ჩვენი მოქალაქეების გადასახდელი. ამიტომ მეგობრებო და ძვირფასო მოქალაქენო, ეს რომ არ განმეორდეს და ამის გაკეთება რომ არ მოგვიწიოს, გთხოვთ, ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რომელიც არის უსაფრთხო”

თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.