როცა ასეთი საშინელი რაღაცები ხდებოდა, ამას სინანული უნდა შვილო – მეუფე სპირიდონი სააკაშვილზე

“როცა ასეთი საშინელი რაღაცები ხდებოდა, ამას სინანული უნდა შვილო”- ეს განცხადება,   სხალთელ მიტროპოლიტმა სპირიდონმა ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას გააკეთა.

”როცა ასეთი საშინელი რაღაცები ხდებოდა, ამას უნდა სინანული, შვილო. ღმერთს არავის დაღუპვა არ უნდა – უფალი ამბობს, არა მნებავს სიკვდილი ცოდვილთა, არამედ მოქცევა და ცხონება მისიო – არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულადო. ამიტომ, ის ყოველი ადამიანისგან სინანულს ელოდება, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ.” – განაცხადა სპირიდონმა.