როცა აშავებ, უნდა დაისაჯო კიდევაც – გომელაური გამკავრებულ სანქციებზე

“როცა აშავებ, უნდა დაისაჯო კიდევაც”- ასე ეხმაურება, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს. მისი თქმით,  მუხლები, რომლებსაც ცვლილებები შეეხო, “თითქმის არ მუშაობდა”.

“თითქმის არ მუშაობდა ეს კანონი. ეს მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ იყო. ვიმსჯელეთ, რა თქმა უნდა, პარტიასთანაც გავიარეთ, ჯერ პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიმსჯელეთ. ადამიანი არღვევდა ათჯერ ამ კანონს 166-ე ან 173-ე მუხლს და შენიშვნით იფარგლებოდა ეს თემა. ეს ხდებოდა ხშირად და ახალისებდა ზოგზოგიერთებს. ვფიქრობ, როცა აშავებ უნდა დაისაჯო კიდევაც.მარტო აქტივისტებზე არ არის საუბარი. ბევრგან ხდება, ღამე შემოვლებზეც, ნასვამი მოქალაქეები და ა.შ. მარტო აქტივისტებზე არ არის გათვლილი. ეს კანონია საქართველოსი… ადმინისტრაციული კოდექსის.

არ მივიჩნევ, ხვალ მეც ვიქნები მოქალაქე ჩვეულებრივი, ჩემი შვილიც მოქალაქეა და ეს კანონი ყველაზე იმოქმედებს ამ შემთხვევაში, როგორც ოპოზიცია ამბობს, არა მარტო ოპოზიციაზე, ყველაზე იმოქმედებს, მათ შორის ჩემს შვილზე და ყველაზე”, – განაცხადა გომელაურმა.