როცა დამნაშავე არ აღიარებს დანაშაულს და ხულიგნობს, შერიგება არ ხდება – მეუფე იოანე სააკაშვილზე

“როცა დამნაშავე არ აღიარებს დანაშაულს და ხულიგნობს, შერიგება არ ხდება”- ასე ეხმაურება, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. მეუფე იოანეს თქმით სააკაშვილმა ქვეყანაში დაბრუნებით კანონი დაარღვა და კიდევ ერთი ახალი დანაშაული დაემატა.

“შერიგება უნდა იყოს, გეთანხმებით, მაგრამ შერიგება რიღას საფუძველზე უნდა მოხდეს? როდესაც დამნაშავე არ აღიარებს დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, მისი შერიგება არ ხდება.მისი ჩამოსვლა საქართველოში უკანონოდ მოხდა, საზღვრის კანონის დარღვევით, იმ განაჩენს კიდევ დაემატა ახალი დანაშაული”, — აცხადებს ის.